სტრუქტურირებული კაბელირება
UTP, FTP, SFTP (Cat5e, Cat6, Cat6a) კაბელების გაყვანა ოფისებში, საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებში. კაბელების მარკირება და დაცვა.
გამოაგზავნეთ დეტალები და მალე გიპასუხებთ.
კომპიუტერული და ინტერნეტ ქსელის მონტაჟი, კაბელირება, სერვერული კარადა, Wi-Fi წერტილების დაყენება. IT ინფრასტრუქტურის პროფესიონალური დაპროექტება და ინსტალაცია თბილისსა და რეგიონებში.
ჩვენ უზრუნველვყოფთ IT ინფრასტრუქტურის სრულ ციკლს: დაგეგმვიდან და კაბელირებიდან დაწყებული, აღჭურვილობის კონფიგურაციითა და უსაფრთხოების გამართვით დამთავრებული.
UTP, FTP, SFTP (Cat5e, Cat6, Cat6a) კაბელების გაყვანა ოფისებში, საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებში. კაბელების მარკირება და დაცვა.
Rack კარადების ინსტალაცია, patch panel-ების ტერმინაცია, საკაბელო მენეჯმენტი და აქტიური/პასიური ქსელური აღჭურვილობის მონტაჟი.
კორპორატიული Wi-Fi ქსელების მოწყობა (Seamless Roaming, Guest Portal). Ubiquiti UniFi და MikroTik მოწყობილობების კონფიგურაცია.
ქსელის ლოგიკური დაყოფა (VLAN), VPN კავშირების გამართვა, MikroTik, Cisco და სხვა წამყვანი ვენდორების აპარატურის პროგრამირება.
Firewall-ის დაყენება, შეტევებისგან დაცვა, ინტერნეტ ტრაფიკის ფილტრაცია და უსაფრთხო დისტანციური წვდომის (VPN) უზრუნველყოფა.
კომპიუტერების ქსელში ჩართვა, ქსელური როზეტების დასმა, პრინტერების და სხვა პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურაცია.
ქსელის მონტაჟის ფასი დამოკიდებულია კაბელის მეტრაჟზე, წერტილების რაოდენობასა და სამონტაჟო სირთულეზე (ჭერში, კედელში, არხში). 1 ქსელური წერტილის მოწყობის ფასი იწყება 20-30 ლარიდან. ზუსტი ხარჯთაღრიცხვისთვის საჭიროა ობიექტის წინასწარი დათვალიერება.
დიახ, ვახდენთ სერვერული კარადის მონტაჟს, patch panel-ების ტერმინაციას, switch-ების, router-ების და UPS სისტემების სრულ ინსტალაციასა და საკაბელო მენეჯმენტს ესთეტიური და სტანდარტების დაცვით.
ინფრასტრუქტურის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვიყენებთ Cat5e, Cat6 და Cat6a კაბელებს (UTP, FTP, SFTP), რაც უზრუნველყოფს 1Gbps-დან 10Gbps-მდე სიჩქარის სტაბილურ გატარებას.
დიახ, ვგეგმავთ და ვამონტაჟებთ Seamless Roaming Wi-Fi სისტემებს დიდი ოფისებისთვის, საწყობებისა და სასტუმროებისთვის. ვიყენებთ Ubiquiti (UniFi), MikroTik და Cisco აქსეს პოინტებს (Access Points).
მცირე ოფისის (10-20 წერტილი) კაბელირება 1-2 სამუშაო დღეს იკავებს. დიდი პროექტების ვადები განისაზღვრება პროექტის გეგმის საფუძველზე. ვმუშაობთ თქვენთვის მოსახერხებელ საათებში.